
შვილი ადგილზევე დაიღუპა, მამა – საავადმყოფოში მიყვანისთანავე – უმძიმესი ავარია თელავში
თელავში ავარიას ორი ადამიანი, მამა-შვილი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ტრაგიკული შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ფორდ ტრანზიტი“ შეეჯახა.
ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა, მამა კი საავადმყოფოში მიყვანისას.
Leave a Reply