სასწრაფოდ! შოკისმომგვრელი ინფრომაცია რომელიც ახლახანს ხდება ცნობილი

loading...

რუსეთი, საქართველოს გავლით, სომხეთში, 300 ერთეული სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება. “მთავარ არხს” ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, სადაც ვკითხულობთ, რომ ანატოლი მკურნალი თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციას მიმართავს და ყვება, რომ მან კომპანია “ვენგოსგან” სომხეთში 300 სამხედრო მანქანის გადაყვანის შეთავაზება მიიღო. 

კომპანია “ვენგო”, რომელიც ტვირითის გადატანას სთხოვს, საქართველოშია რეგისტრირებული და სხვადასხვა სახის გადაზიდვებზე მუშობს. ოფისს იურიდიულ მისამართზე მივაკთხეთ. კომპანიაში ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს და გვითხრეს, რომ რაიმე სახის სამხედრო ტვირთის გადაზიდვის ლიცენზია არ აქვთ. ვისგან მიიღეს სამეხდრო ტექნიკის გადაზიდვაზე შეკვეთა, არ გვიპასუხეს.

სავარაუდოდ სწორედ იმიტომ, რომ “ვენგოს” სამხედრო ტვირთის გადატანის ნებართვა არ აქვს, ანატოლი მკურნალის კომპანიას დაუკავშირდნენ. თავდაცვის სამინისტროში შეტყობინების ავტორმა ანატოლი  მკურნალმა “მთავართან” ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

32 წლის ანატოლი მკურნალი კომპანია “რენტსი”-ს დირექტორი და 76 % იანი წილის მფლობელია. კომპანიის იურიდიული მისამართი საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა, სადაც თავად ანატოლი მკურნალია რეგისტირებული. სახლში მხოლოდ მამა დაგვხვდა, რომელმაც შვილის ადგილსამყოფელი არ გვითხრა. მამა ადასტურებს, რომ მისი შვილის კომპანია სხვადასხვა ტიპის გადაზიდვებს ახორციელებს.

კომპანია “რენტსის” წილების 24 პროცენტს კი 1978 წელს დაბადებული გივი ბოლქვაძე ფლობს. ბოლქვაძემ კარს მიღმა გვიპასუხა, რომ უბრალოდ მეწილეა და სამხედრო ტვირთის გადაზიდვის შემოთავაზებაზე ინფორმაციას არ ფლობს.  

ანატოლი მკურნალი შეტყობინებაში ამბობს, რომ მას 29 ივნისს დაუკავშირდნენ. უცნობია, მოახერხა თუ არა რუსეთმა დღემდე იმ ტვირთიდან რამე ნაწილის გადატანა. თუმცა აზერბაიჯანულმა მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით სომხეთს რუსული სამხედრო ტექნიკა მიაწოდეს. კონკრეტულად კი, კამაზის მარკის სამხედრო ტიპის ავტომანქანები. 

ამ ტერიტორიაზე სამხედრო მანქანების გამოჩენას ადასტურებენ ადგილობრივებიც. მარნეულისა და სადახლოს მცხოვრებლები ყვებიან, რომ რამდენიმე რუსული სამხედო კამაზი ტრანზიტული ნომრებით მათ რამდენიმე დღის წინ შენიშნეს.

ქართული მხარე ინფორმაციას უარყოფს. ექსპერტები კი განმარტავენ, რომ მსგავსი ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე ხელისუფლებისა და თავდაცვის უწყების თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება. ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მომხდარს, შესაძლოა, დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვეს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. რუსული სამხედრო ტექნიკის ტრანზიტისთვის საქართველოს დერეფნად გამოყენებით, ხელისუფლება ვალდებულებას არღვევს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონფლიქტის რომელიმე მონაწილესთვის საკუთარი ტერიტორიის გავლით იარაღის მიწოდების უფელბა არ აქვს.

როგორ მოიპოვა ქართულმა გადამზიდმა კომპანიამ სომხეთში რუსული იარაღის გადატანის ნებართვა და არის თუ არა ხელისუფლება საქმეში ჩართული, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო “მთავართან” კომენტარს არ აკეთებს.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*