ბერას პასუხი ნანუკას ” ამ უზნეოებმა პირში წყალი გამოივლონ, სანამ ბერა ივანიშვილზე საუბარს დაიწყებენ”

loading...

“ამათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ეს კლონები, სხვა სახელს ვერ ვუწოდებ, კანკალებენ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული რომ არ დაკარგონ. ტელევიზორს ვუყურებ და ინტერნეტსაც თვალს ვადევნებ, ამიტომ კარგად ვხვდები, ის რისთვისაც იბრძვის. ამ უზნეოებმა პირში წყალი გამოივლონ, სანამ ბერა ივანიშვილზე საუბარს დაიწყებენ. თუ არა ეიფორია და შიში, სხვა რა უნდა დავარქვათ ჩემი და მამაჩემის შესახებ უზნეო განცხადებების კეთებას. მაინტერესებს, გაბედავს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი, ჩემს კიდევ ერთხელ მოწვევას გადაცემაში? ასევე, მაქვს კითხვა _ ბიძინა ივანიშვილი ადრე ,,ნაციონალებისთვის” კარგი იყო და ახლა იმის გამო, რომ პოლიტიკაში გამოჩნდა, მიუღებელი გახდა?  მადლობა ღმერთს, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ ეს ხელისუფლება ზღვარს გადავიდა და პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა…

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*